საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის პირველი მოადგილე ამბობს, რომ "გლობალური ეკონომიკის თავზე ქარიშხლის ღრუბლები გროვდება" და მთავრობებს და ცენტრალურ ბანკებს ახალი კრიზისის გამკლავება გაუჭირდებათ.
მისივე თქმით, ფონდი უკვე ორი წელია, მთავრობებს აფრთხილებს და "სახურავის შეკეთებას" ურჩევს, რათა "შტორმისგან" დაცულები იყვნენ. მაგრამ თვლის, რომ კრიზისისთვის მზადებას ვერ ხედავს და რომ მთავრობები მეტწილად უკანა პლანზე ტოვებენ რჩევებს.