საფინანსო სექტორში დაგეგმილი რეგულაციები ყურადღებით უნდა გაკონტროლდეს, რათა ეკონომიკური ზრდის შემცირება არ გამოიწვიოს. ამის შესახებ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმოხილვაშია აღნიშნული. ფონდის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული რეგულაციების გრძელვადიანი გავლენა პოზიტიური იქნება, მაინც ყურადღებით უნდა გაკონტროლდეს, რომ დაკრეტიდების ზრდა მოსალოდნელზე მეტად არ შემცირდეს. ამასთან, როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, ახალი რეგულაციების გამო, დაკრედიტების ზრდის მოსალოდნელზე მეტად შემცირებამ, შესაძლოა, ეკონომიკური ზრდა დროებით შეამციროს.