ფინანსური მდგომარეობის გაძლიერებაზე მიმართული რეგულაციები მოსაწონია, თუმცა, მათი გავლენა კრედიტის ზრდაზე მკაცრად უნდა გაკონტროლდეს. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული.ფონდის შეფასებით, სტრუქტურული რეფორმების განხორციელება მაღალი, მეტად ინკლუზიური ზრდის მიღწევის გზაა. მათივე ცნობით, პრიორიტეტებს შორისაა: კორპორაციათა გაკოტრების შესახებ ახალი კანონის მიღება და საგანმანათლებლო სფეროში კარგად შედგენილი, ყოვლისმომცველი რეფორმა.