საერთაშორისო რეზერვების დაგროვებაზე მიმართული ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული.მათივე შეფასებით, ინფლაციის თარგეგირების რეჟიმი, მოქნილი გაცვლითი კურსის რეჟიმთან ერთად კვლავ კარგ სამსახურს უწევს საქართველოს. მონეტარული პოლიტიკა კვლავაც ვითარების შესაბამისია. ცნობისთვის, მიმდინარე წელს 19 დეკემბრის მდგომარეობით, ეროვნულ ბანკს 177 მილიონ 500 ათასი დოლარი აქვს შესყიდული.