საერთაშორისო რეზერვების დაგროვებაზე მიმართული ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული.
ცნობისთვის, მიმდინარე წელს 19 დეკემბრის მდგომარეობით, ეროვნულ ბანკს 177 მილიონ 500 ათასი ამერიკული დოლარი აქვს შესყიდული. ამასთან, ფონდის შეფასებით, ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი, მოქნილი გაცვლითი კურსის რეჟიმთან ერთად, კვლავ კარგ სამსახურს უწევს საქართველოს. მონეტარული პოლიტიკა კი კვლავაც ვითარების შესაბამისია.