საერთაშორისო სავალუტო ფონდში საქართველოში ამოქმედებულ საბანკო რეგულაციებს აფასებენ და აცხადებენ, რომ რეგულაციებმა კრედიტის ზრდის ტემპი მდგრად დონემდე დაწია.
ამასთან, როგორც ფონდის მმართველი დირექტორის პირველმა მოადგილემ და აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს სხდომის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, საქართველოში მონეტარული პოლიტიკა კვლავ მართებულად არის მიმართული ფასების სტაბილურობაზე.
მისივე შეფასებით, ბოლოდროინდელ ფასების მატებას დროებითი ფაქტორები განაპირობებს და ნეიტრალური მონეტარული პოზიციის შენარჩუნება შესაფერისი პასუხია.