პანდემიამ გაართულა ქართველი ხალხის ყოფა და გააუარესა საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივა, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მერსედეს ვერა-მარტინმა განაცხადა.
მისივე განცხადებით, ფონდი აქტიურად თანამშრომლობს ქვეყნის ხელისუფლებასთან, დამატებითი ფინანსური რესურსის მისაწოდებლად, რაც საჭიროა ეკონომიკისა და ქართველი ხალხის მხარდასაჭერად.
შოკის გავლენის შესუსტებასთან ერთად, სავალუტო ფონდის დაფინანსება სხვა დონორების დაფინანსების წამახალისებელიც გახდება.