ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების თანხამ 2018 წლის იანვარში 3.71 ლარი შეადგინა, რაც 2.9%-ით ნაკლებია წინა თვესთან შედარებით, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.3%-ით მეტია. ეკონომიკური საერთაშორისო სკოლა "აისეტ"-ის მონაცემებით, ინდექსის ყველაზე მნიშვნელოვანი - 6.5%-იანი ვარდნა თელავში დაფიქსირდა.კერძოდ, ხაჭაპურის ღირებულება იქ 3.60 ლარი იყო.
აღსანიშნავია, რომ თელავი ამ კუთხით, ყველაზე იაფი, ხოლო თბილისი ყველაზე ძვირი ქალაქია საქართველოში. ISET-ის ცნობით, ხაჭაპურის ინდექსის შემცირება იანვარში რძესა და რძის პროდუქტებზე მოთხოვნის შემცირებამ გამოიწვია.