სექტემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ხარჯმა 3 ლარი და 56 თეთრი შეადგინა, რაც აგვისტოსთან შედარებით 3.7%-ით მეტი; ხოლო გასული წლის სექტემბერთან შედარებით 2.1%-ით ნაკლებია. ამის შესახებ ინფორმაციას "აისეტის" (ISET) კვლევითი ინსტიტუტი ავრცელებს. ISET-ის ცნობით, ხაჭაპურის ინდექსი ყველა ქალაქში გაიზარდა. სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ყველაზე დაბალი ფასი - 3 ლარი და 50 თეთრი თბილისში; ხოლო ყველაზე მაქსიმალური 3 ლარი და 64 თეთრი თელავში დაფიქსირდა, რაც კახეთში მიმდინარე რთველის პროცესმა განაპირობა, რომლის დროსაც კახეთი ტურისტებისთვის საკმაოდ მიმზიდველია.