იმერეთში პოლიციამ ამოიღო "სუბოტექსის" 120 აბი, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა - Palitra News

იმერეთში პოლიციამ ამოიღო "სუბოტექსის" 120 აბი, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა

2019-08-10 13:18:14+04:00

იმერეთში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო. სამართალდამცველებმა ბრალდებულისგან ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება "სუბოტექსის" 120 აბი, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. დამნაშავე ბათუმში დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.