იმერეთში სოფელ მაღლაკში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ფერმერებს სასათბურე კლასტერის პროექტი წარუდგინა. პროექტის განხორციელება 2018 წლისთვის იგეგმება და ითვალისწინებს იმერეთის რეგიონში აგროზონის შექმნას, იმერეთის აგროზონის ტერიტორიაზე დამოუკიდებელ სუბიექტად წარმოდგენილი იქნება საექსპორტო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს, ტერიტორიაზე დახარისხება, გაყინვა, შეფუთვისთვის ყველა საჭირო ინფრასტრუქტურული შენობა/ნაგებობის შექმნას. პროექტის განსახორციელებლად დაგეგმილია 100 მილიონი ლარის ინვესტიცია.