იმერეთის რეგიონში დევნილთა საცხოვრებელი 28 ნგრევადი შენობა იხურება და იქ მცხოვრებ ოჯახებს ბინები ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცემათ. როგორც "პალიტრანიუსს" დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდან აცნობეს ამ ეტაპზე, ქუთაისში საცხოვრებელ ფართს 274 ოჯახი მიიღებს, წლის ბოლომდე კი დამატებით 111 ბინა განაწილდება. აღნიშნული ოჯახების სია დევნილთა სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.