პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ადასტურებს, რომ იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, ტაბატაძე პროფესიულ საქმიანობას, სამხედრო სამსახურს უბრუნდება.
მამუკა ბახტაძემ ტაბატაძეს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. ტაბატაძე აღნიშნულ პოსტს 2018 წლიდან იკავებდა. მანამდე იგი შეიარაღაბულ ძალებში მუშაობდა.