იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა - Palitra News

იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა

2019-07-19 10:06:05+04:00

იმერეთს ახალი გუბერნატორი ჰყავს. განკარგულებას, რომლის მიხედვითაც იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე გახდა, ხელს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს. ზვიად შალამბერიძე მიმდინარე წლის მარტში სახელმწიფო რწმუნებლის პირველ მოადგილედ დაინიშნა. მაისის შემდეგ კი, როცა თანამდებობა შავლეგო ტაბატაძემ დატოვა, იგი რწმუნებულის მოვალეობას ასრულებდა. ზვიად შალამბერიძე 2001-2004 წლებში გაერო-ს განვითარების პროგრამაში, შემდეგ კი კერძო სექტორში, მათ შორის სადაზღევო კომპანიებში მუშაობდა.