„იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ ფერმერებსა და დაინტერესებულ პირებს სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტზე გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის შესახებ მოწვევა გააცნეს და პროექტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. 220 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იმერეთის აგროზონის სასათბურე მეურნეობის კლასტერი საერთაშორისო და ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს ინვესტირების განხორციელების შესაძლებლობას სთავაზობს მაღალი, საშუალო და დაბალ ტექნოლოგიური სათბურების, ლოგისტიკის და გაყიდვების ცენტრის, გადამმუშავებელი საწარმოების და სხვა დამხმარე საქმიანობების მიმართულებებით.
„იმერეთის აგროზონა“ ინტერესთა გამოხატვით დაინტერესებული პირების წინადადებებს 2021 წლის პირველი მარტიდან 30 აპრილამდე მიიღებს.