მოხარული ვართ, რომ საპარლამენტო ასამბლეის სესია ტარდება საქართველოში, იმ ქვეყანაში, რომელიც ნატო-ს გადაწყვეტილებით, აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პაოლო ალისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ დღეს თბილისში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიის გახსნა სიმბოლურია.