ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, თვითნებურად გახსნასთან დაკავშირებით რესტორნების ასოციაციის გადაწყვეტილებას ეხმაურება.
მინისტრის თქმით, გასაგებია სექტორის უკმაყოფილება, თუმცა დაუმორჩილებლობა და კანონის დარღვევა მიუღებელია და ფაქტს მკაცრი რეაქცია მოჰყვეა. მინისტრი ამბობს, რომ რესტორნები დაუმორჩილებლობის გამოცხადებით მთავრობასთან კონსტრუქციული დიალოგის შესაძლებლობას გააფუჭებენ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, რესტორნებში კორონავირუსის გავრცელების რისკის შეფასებულია როგორც საკმაოდ მაღალი შესაბამისად გახსნისას თანმიმდევრობა დაცული უნდა იყოს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძე კი ამბობს, რომ თუკი ყველა შეზღუდვა ერთდროულად მოიხსნა ერთ თვეში ინფიცირების მაჩვენებელი ოქტომბერ-ნოემბერში არსებულ მაჩვენებელს დაუბრუნდება.