მოსკოვი ყურადღებით აკვირდება თბილისში არსებულ მდგომარეობას და იმედი აქვს, საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა ახლო მომავალში აღდგება, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაზეთ „ტრუდ“-თან ინტერვიუში განაცხადა. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პანდემიის გამო შეწყვეტილი პოლიტიკური დიალოგი კარასინ-აბაშიძის ფორმატში მალე განახლდება. „რუსეთი ყოველთვის აფასებდა მეგობრულ კავშირებს ქართვეელ ხალხთან, რომლებთან ერთადაც ჩვენ ერთ საუკუნეზე მეტხანს სხვადასხვა სახელით, მაგრამ ერთ სახელმწიფოში ვიცხოვრეთ,“- აღნიშნა ლავროვმა. შეგახსენებთ, საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი სააჰაერო მიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისს შეწყდა.