იმედი მაქვს, კორონავირუსის პანდემია ორ წელიწადში დასრულდება - ჯანმო-ს ხელმძღვანელი - Palitra News

იმედი მაქვს, კორონავირუსის პანდემია ორ წელიწადში დასრულდება - ჯანმო-ს ხელმძღვანელი

2020-08-22 11:20:45+04:00

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ იმედი აქვს, კორონავურისის პანდემია ორი წლის მანძილზე დასრულდება. მისივე თქმით, ესპანური გრიპის დამარცხებას 2 წელი დასჭირდა, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიები ვირუსის უფრო სწრაფად დამარცხების საშუალებას იძლევა. „რა თქმა უნდა, მეტი კავშირები ვირუსის გავრცელების მეტ შანსს აჩენს. თუმცა, ამავდროულად, ჩვენ გვაქვს ტექნოლოგია და ცოდნა მის შესაჩერებლად,“- აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.