„ლელო“ გამოდის ინიციატივით, პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებაზე იმსჯელოს, სადაც რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარების შესახებ, საქართველოს პოზიცია ცალსახად იქნება დაფიქსირებული, - ამის შესახებ „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული და მიღებული რეზოლუცია უბრალოდ ფარატინა ქაღალდია.