იმედი გვაქვს, მამა გიორგის მიერ დღეს მიწოდებული ინფორმაცია დააფიქრებს პროკურატურას და რეალურად დაიწყებს არა თავდაპირველ ვერსიაზე, არამედ სხვადასხვა ვერსიაზე გამოძიებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს, ე.წ ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ გუშინდელი დაკითხვის შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, ბრალდებული გამოძიებასთან მაქსიმალურად თანამშრომლობს. ადვოკატის ინფორმაციით, დაკითხვის პროცესში სხვადასხვა პირები დასახელდნენ, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან.