იმედგაცრუებული ვართ, რადგან ჩვენი წინა რეკომენდაციები ბოლომდე გათვალისწინებული არ იქნა, - ამის შესახებ NDI-ის წარმომადგენელმა მაიკლ მაკნოლტიმ ჟურნალისტებს განუცხადა. დელეგაციის წევრმა იმედი გამოთქვა, რომ ამჯერად რეკომენდაციების გათვალისწინება სრულად მოხდება. "რეკომედაციების კუთხით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა არის საკითხები, რომლებიც ღია დარჩა", - განაცხადა მაკნოლტიმ.
NDI-მ სხვადასხვა უწყებებისთვის რეკომენდაციები გამოაქვეყნა."პარტიებს მოვუწოდებთ, რომ საერთო ქცევის წესებზე და არაძალადობრივი კამპანიის შესახებ შეთანხმდნენ. ქალთა რაოდენობა პარტიებში 30%-მდე მაინც უნდა გაიზარდოს.