03:04
21 იანვარი, 2022, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
კინო
იმედგაცრუების და არასასიამოვნო გრძნობების დასაძლევად ორი უცნობი ქალბატონი გადაწყვეტს, რომ შობას სახლები გაცვალონ და სწორედ ამ მომენტიდან მათი ცხოვრება თავდაყირა დგება - რომანტიკული კომედია "შვებულება", რომელიც ლიდერია საშობაო ფილმებში
24-12-2021

 "შვებულება" (The Holiday, 2006, ნენსი მაიერსი) - ნენსი მეიერსის რომანტიკული კომედია, რომელიც წამყვანი პოზიციით ლიდერობს საშობაო ფილმების ათეულში და დღესასწაულის ერთ-ერთ მთავარ ატრიბუტად ითვლება, პირველ რიგში დახვეწილი იუმორის, არაჩვეულებრივი საუნდთრეკის და ბრწყინვალე დეკორაციების წყალობით ქმნის საოცრად  მყუდრო გარემოს და სადღესასწაულო განწყობას. 

წარმატებული სარეკლამო სააგენტოს მფლობელ, სამხრეთ კალიფორნიელ ამანდა ვუდს საოცრად არ უმართლებს პირად ცხოვრებაში, იმავეს განიცდის გაზეთ Daily Telegraph-ის ბრიტანელი ჟურნალისტი, კოლეგაზე უიმედოს შეყვარებული აირის სიმპკინი, რომელიც სწორედ საშობაო დღესასწაულების წინ გებულბს საყვარელი მამაკაცის ღალატისა და სხვა ქალზე დანიშვნის შესახებ.

იმედგაცრუების და არასასიამოვნო გრძნობების დასაძლევად უცნობი ქალბატონები, რომელთაც სრულიად განსხვავებული ცხოვრების წესის მიუხედავად მაინც საერთო პრობლემა ტანჯავთ, მეტად ორიგინალურ - სახლების გაცვლის საიტზე ეცნობიან ერთმანეთს და ერთგვარ ავანტიურაში ებმებიან, როცა არა მხოლოდ სახლების, არამედ კონტინენტების გაცვლას და ორკვირიანი სპონტანური შვებულების მოწყობას თანხმდებიან. ამანდა ინგლისში, სურეის საგრაფოს მიემგზავრება და აირისის მყუდრო სახლში ბინავდება, აირისი კი პირიქით, არდადეგებს ლოს-ანჯელესში, ამანდას მდიდრულ ვილაზე ატარებს და როგორც კეთილ ზღაპრებში, მათი ოცნებებიც სწორედ შობის ჯადოსნურ ღამეს სრულდება.

AutoPlay
პრესტიჟული პრიზებისა და კომერციული წარმატების წყალობით 2017 წლის კინოსენსაციად ქცეული "ლა ლა ლენდი"
14-01-2022
"რომაული არდადეგები" - ფილმი, რომლის ისტორიასაც ამ გადაცემიდან მოისმენთ, მსოფლიო კინოს კლასიკად და ყველაზე ცნობილ რომანტიკულ ფილმადაა აღიარებული
07-01-2022
ფილმი, რომელიც ახალი წლის სიმბოლოა - "მარტო სახლში"
31-12-2021
მარტინ სკორსეზეს "განდგომილები", რომელიც თანამედროვე განგსტერული კინოს ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად ითვლება - ფილმმა 290 მილიონ დოლარზე მეტი მოაგროვა გაქირავებაში და "ოსკარიც" მოიპოვა
17-12-2021
ჯუზეპე ტორნატორეს "საუკეთესო წინადადებით" აღფრთოვანებულმა კრიტიკოსებმა ხაზი გაუსვეს ფილმის ბრწყინვალე გამომსახველობას და ერთხმად აღნიშნეს ჯეფრი რაშის არაჩვეულებრივი თამაში
10-12-2021
ბარი ლევინსონის „წვიმის კაცი“, რომელმაც ტომ კრუზს აღიარება, გამოცდილ დასტინ ჰოფმანს კი, „ოსკარის“ პრემია და ბრწყინვალე სახასიათო მსახიობის სახელი მოუტანა, ფილმი არც 35 წლის შემდეგ კარგავს პოპულარობას
03-12-2021
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები