დღეიდან დახურულ სივრცეში,მათ შორის კაფე-ბარებსა და რესტორნებში ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოწევა აკრძალულია. ახალი რეგულაციებით დაუშვებელია თამბაქოს ნაწარმის რეკლამირებაც. ამოქმედდა ჯარიმებიც, რომლებიც სხვადასხვა დარღვევის შემთხვევაში 50-დან 5 000 ლარამდე მერყეობს. თამბაქოს კონტროლის ალიანსის თავმჯდომარის განცხადებით ბიზნეს სექტორს ჰქონდა საკმაოდ დიდი დრო იმისთვის რომ ახლი რეგულაციების ამოქმედებამდე, შესაბამისად მომზადებულიყო. გიორგი ბახტურიძის განმარტებით კანონის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით საკმარისად ინფორმირებული იყო მოსახლეობაც. თამბაქოს შესახებ კანონის აღსრულებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია განახორციელებს. უწყება პირველ თვეებში მომართვიანობის ზრდას ელოდება. კანონის აღსრულებისთვის თავის მხრივ მზად არის ფინანსთა სამინისტროცთამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი, საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 17 მაისს მიიღო. კანონის ძირითადი ნაწილი დღეიდან ამოქმედდა. 2018 წლის 1-ელი სექტემბრიდან კი აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის გამოფენა სავაჭრო ობიექტების გარე ვიტრაჟებშიც.