ბიუროკრატია ხალხის ძალიან ბევრ ფულს სახლში ეზიდება. იმდენი ფული, რასაც დღეს მთავრობა თავის თავზე ხარჯავს, არასდროს არც ერთ მთავრობას დაუხარჯავს, - განაცხადა ნიკა რურუამ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში". ხელისუფლებას მან "ძალიან გაქსუებული და არაკომპეტენტური" უწოდა. მისი აზრით, მთავრობა არ უნდა იყოს ორიენტირებული მილიარდერზე და "ქართული ოცნება" ხალხის ნდობას ვეღარ მოიპოვებს.