შეუძლებელია, რომ სპეცრაზმს თვითნებურად ემოქმედა მთელი ღამის განმავლობაში და თუ ხედავდნენ, რომ სპეცრაზმი მთელი ღამე თვითნებურად მოქმედებდა, ბრძანება არ უნდა გაეცათ რომ შეეწყვიტათ ეს თვითნებობა?,“ - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.კაპანაძის თქმით, მეზვრიშვილის მიერ მოყვანილი არგუმენტი სისულელეა და კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში აგდებს შს მინისტრს.