„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან სამუშია არ უარყოფს ინფორმაციას, რომ ბიძინა ივანიშვილს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას დაკავება უნდოდა.როგორც სამუშიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ სტუმრობისას განაცხადა, სწორედ „კაბელების საქმე“ იყო ის ძირითადი კვანძი, რითაც ალასანიას დაკავებას ცდილობდნენ, თუმცა „საქმე ჩავარდა“, რადგან რეალური სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა.