თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას ეხმაურება. მისი განცხადებით, სააკაშვილი ძალაუფლების დაბრუნების სურვილითაა შეპყრობილი და ჰგონია, ქართველ ხალხს კვლავაც მოატყუებს.
ღარიბაშვილის თქმით, სააკაშვილის ბოდიშსა და მის გულწრფელობას ხალხი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის ბოდიშს იხდის და აცხადებს, რომ საქართველოში ბრუნდება.