იმ სკოლების პედაგოგებს, რომლებიც სწავლას 1-ელი თებერვლიდან რეალურ სივრცეში განაახლებენ, სასწავლო პროცესის დაწყებამდე PCR ტესტირება ჩაუტარდებათ.რა პერიოდულობითა და სიხშირით ჩაუტარდებათ ტესტირება, აღნიშნულთან დაკავშირებულ პროტოკოლზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მუშაობს.
როგორც "პალიტრანიუსს" განათლების სამინისტროში განუცხადეს, პროტოკოლი არ გავრცელდება თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებზე.
ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ელი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში სკოლები სწავლას რეალურ სივრცეში, საკლასო ოთახებში გააგრძელებენ. მათივე გადაწყვეტილებით, სკოლებში უნდა განხორციელდეს მასწავლებელთა სისტემური ტესტირება.