პირი, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს სატელიტით გადაღებული ფოტოები მიაწოდა, აცხადებს, რომ აღნიშნული მასალა მას პარტნიორებმა უცხოეთიდან გამოუგზავნეს.
როგორც „პალიტრანიუსთან“ საუბარში დავით ფურცხვანიძე განმარტავს, მას ანალიტიკური სააგენტო აქვს და „დიდ საქმეს“ იძიებს, რომლის შემადგენელი ნაწილი არის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეც.
ამავე დროს, ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მიერ გავრცელებულ სატელიტის ფოტომასალასთან დაკავშირებით პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო. რამიშვილის მიერ დასახელებული წყარო დავით ფურცხვანიძე აცხადებს, რომ პროკურატურამ ჩამოართვა მობილური ტელეფონი და საგამოძიებო მოქმედებები როგორც მის საცხოვრებელ სახლში, ასევე სამუშაო ოფისში დაიწყო. ფაქტს ადასტურებენ პროკურატურაშიც.
ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების მიერ გასაჯაროებული ე.წ. სატელიტის ფოტოებზე დანიშნული ექსტერტიზის დასკვნის შედეგებით გაირკვა, რომ ისინი დამონტაჟებული და ყალბია.