სამუშაოს მაძიებელ პირთა მოზადება/გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მთავრობას 2 მილიონ 90 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. მთავრობის მიერ დამტკიცებული წესით, პროგრამის ხანგრძლივობა 2-დან 4 თვემდე იქნება, რომელიც შემუშავებულია მოთხოვნადი პროფესიების შესაბამისად და მიმწოდებლის მიერ ხორციელდება.
პროგრამის განმახორციელებელი სოციალური მომსახურების სააგენტო, ხოლო მიმწოდებელი - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები იქნება.
სამიზნე ჯგუფს კი 16 წლის ზემოთ შრომითი ქმედუნარიანობის მქონე საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში მუდმივი ბინადრობის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები წარმოადგენენ, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სისტემა - worknet.gov.ge-ზე.