დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, იმ მუნიციპალური პოლიკლინიკების პრივატიზება მოხდება, რომელთა შენობები რეაბილიტაციას საჭიროებს. როგორც მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პოლიკლინიკების გასხვისება ისე უნდა მოხდეს, რომ მათ სტატუსი არ დაკარგონ და არც თანამშრომლები გათავისუფლდნენ.
კალაძის განმარტებით, კოვიდ19-ის გამო შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე, პოლიკლინიკების რეაბილიტირებისთვის საჭირო სახსრები მუნიციპალიტეტს არ აქვს და მათი პრივატიზება ამიტომ გადაწყდა.