სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 35 ფაქტი გამოვლინდა. სამინისტროში აღნიშნავენ, რომ იმის ფონზე, როცა მთელი საქართველოს მასშტაბით, ტყეებში გაჩენილი ხანძრის კერების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს და სტიქიასთან ბრძოლა ყველა არსებული ადამიანური თუ ტექნიკური რესურსის გამოყენებითა და მეზობელი ქვეყნების დახმარებით ხდება, მოქალაქეების გარკვეული ნაწილი ხე-ტყის უკანონო ჭრას მაინც აგრძელებდა. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 123 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი, 23 მ3 მრგვალი ხე-ტყე და 7 მ3 საშეშე მერქანი. ამავე პერიოდში, ამოღებულია და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოშია გადატანილი 6 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი, ე.წ. ლენტური ტიპის დაზგა.