"ძვირფასო მეგობრებო დინამოზე მიმდინარეობს დაძაბული მატჩი ბორჯღალოსნებსა და ფრანგ ბარბაროსებს შორის, რომელიც ეძღვნება საქართველოს პირელი რესპუბლიკის შექმნის 100 წლის თავს. ამ ეტაპზე ანგარიშია 11-10 საქართველოს სასარგებლოდ.მატჩის დასრულებისთანავე ჩვენი ნაკრები მიემგზავრება ოკეანეთში (ფიჯიზე) წყნარი ოკეანის თასზე მონაწილეობის მისაღებად.უმორჩილესად გთხოვთ საქართველოს რაგბის კავშირის, ბორჯღალოსნებისა და ქართული სარაგბო ოჯახის სახელით ნუ გააკეთებთ განცხადებებს.ბოლო საათების განმავლობაში არაერთხელ გავრცელდა ინოფემაცია, რომ რაგბის ნაკრები უერთდება რუსთაველზე მიმდინარე აქციას.გვინდა ვუთხრათ საზოგადოებას, რომ ჩვენ ვიზიარებთ და გვერდზე ვუდგავართ ამ ტრაგედიით გაუბედურებულ ოჯახებს, თუმცა იმ აქციებში, რომელსაც პოლიტიკური ელფერი აქვს, არ ვერთვებით!" - წერია საქართველოს რაგბის ნაკრების ოფიციალურ განცხადებაში