ბრიტანელმა მყვინთავმა, ვერნ ანსუორტმა, რომელიც ტაილანდის გამოქვაბულში ჩარჩენილი ფეხბურთელების და მათი მწვრთნელის გადარჩენის ოპერაციაში მოანწილეობდა ილონ მასკს უჩივლა. დაივერი კომპანია „ტესლას“ ხელმძღვანელს ცილისწამებაში სდებს ბრალს და მორალური ზიანისთვის 75 000 დოლარს ითხოვს. საუბარია ტვიტზე, რომელშიც განრისხებულმა მასკმა მყვინთავს პედოფილი უწოდა. მანამდე კი ანსუორტმა მასკის მიერ ბავშვების გადასარჩენად მინისუბმარინის შექმნას პიარ სვლა უწოდა, რამაც ბიზნესმენის ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. მყვინთავის და ბიზნესმენის დაპირისპირების გამო ტესლას აქციების ღირებულება 2% დაეცა.