კომპანია "ტესლას" დამფუძნებელმა ილონ მასკმა საკუთარი კომპანიიდან, სადაც 33 ათასი ადამიანია დასაქმებული, 700 ადამიანი გაათავისუფლა. "ტესლაში" დასაქმებულთა 2 პროცენტის სამსახურიდან დათხოვნის მთავარ მიზეზად მასკმა მათი დაბალი კვალიფიკაცია დაასახელა. მისი თქმით, "ტესლა" არის კომპანია, რომელიც რეგულარულად ამოწმებს თანამშრომლების მომზადების დონეს და ამ ადამიანებმა ეს მაღალი სტანდარტები ვერ დააკმაყოფილეს. რამდენიმე კვირის წინ ტესლამ რეკორდულად დაბალი შემოსავლების შესახებ განაცხადა, რაც ჟურნალისტების აზრით,-0:08შტატების შემცირების მიზეზი გახდა.