კომპანია Tesla-ს ხელმძღვანელი ილონ მასკი განაგრძობს საუთარ კომპანიაში წილის შემცირებას, მან ამჯერად 1,05 მლრდ დოლარის ღირებულების აქციები გაყიდა. ამერიკის ფასიანი ქაღლდების კომისიის SEC-ის მონაცემებით, მასკმა 934 ათასი აქცია გაყიდა.
8 ნოემბერს ილონ მასკმა „ტვიტერის“საკუთარ გვერდზე გამოკითხვა ჩაატარა, გაეყიდა თუ არა აქციების 10%, რომელსაც ფლობს Tesla-ში, რაზეც უმრავლესობამ ურჩია, რომ გაეყიდა, შედეგად კი მასკმა ამ დროიდან მოყოლებული უკვე 9,2 მლნ აქცია გაყიდა, რომელთა ჯამური ღირებულება 9,85 მლრდ დოლარია. აქციების გაყიდვის მომხრე იყო გამოკითხვაში მონაწილეთა 58%. სულ მასში 3,5 მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
გამოკითხვამდე მასკის კუთვნილებაში იყო აქციების 17%. იმისათვის, რომ 10%-იანი პაკეტი გაყიდოს, მასკს კიდევ დამატებით 7,9 მლნ აქციის გაყიდვა სჭირდება. 8 ნოემბრიდან მოყოლებული Tesla-ს აქციები 9%-ით არის გაუფასურებული. სამშაბათს მისი ფასი მთელი 4,1%-ით შემცირდა.