ელონ მასკმა ორბიტაზე "ტესლას" ფირმის საკუთარი მანქანა რომ გაგზავნა, ამ ამბავმა ყველა საინფორმაციო ველის პირველი ადგილი დაიკავა, თუმცა ძალიან ცოტამ თუ იცოდა, რომ კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა კოსმოსმში ავტომობილის გარდა საიდუმლო ტვირთიც გაგზავნა. როგორც შემდგომში გაირკვა, წითელ კაბრიოლეტში მცირე ზომის ობიექტია დამალული, რომელის ექსპლუატაციის ვადა და შესაძლებლობაც მილიონობით წელს აჭარბებს, ისეთ ექსტრემალურ პირობებში ყოფნის დროსაც კი, როგორიც კოსმოსური სივრცეა.
მოწყობილობას Arch-ი ჰქვია, ის ინფორმაციის მცირე ზომის მატარებელია, რომელიც გარკვეული მასალის დიდი ხნის განმავლობაში შესანახად არის გათვლილი. ის ინფორმაციის მთელს ბიბლიოთეკას შეიცავს, რომელიც მცირე ზომის დისკშია კოდირებული. ზომით ჩვეულებრივ მონეტას არ აღემატება, ფორმით კი DVD დისკს გავს. მსგავს Arch-ს კაცობრიობის ცოდნისა და გამოცდილების შენახვა, გავრცელება და მათი მომავალი თაობისთვის გადაცემა შეუძლია- აღნიშნავენ კალიფორნიის არაკომერციულ ორგანიზაცია Arch Mission Foundatio-ში, სადაც აღნიშნულ ტექნოლოგიას ქმნიან. მას 360 ტერაბაიტზე მეტი ინფორმაციის შენახვა შეუძლია.