კალიფორნიის ხელისუფლებამ ამერიკელი ბიზნესმენისგან ილონ მასკისგან ხელოვნული სუნთქვის ათას 200 აპარატი მიიღო. ამის შესახებ კალიფორნიის გუბერნატორმა განაცხადა.თავად მასკმა კი Twitter-ზე დაწერა, რომ მან ხელოვნური სუნთქვის ათას 255 ერთეული მოწყობილობა ჩინეთში სხვადასხვა მწარმოებლისგან შეიძინა.ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფორმაციის თანახმად, შტატებში კორონავირუსული ინფექციის 46 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. დაიღუპა 610-ზე მეტი ადამიანი. ქვეყანაში ინფექციის შემთხვევების 50%-ზე მეტი აღრიცხულია ვაშინგტონის, კალიფორნიის და ნიუ-იორკის შტატებში.