Tesla-ს თანამდამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ილონ მასკმა კალიფორნიაში ხეების დასარგავად 1 მილიონი ამერიკული დოლარი გადარიცხა.
ამით მასკი კამპანია #TeamTrees-ს შეუერთდა, რომელიც ბლოგერმა ჯიმი დონალდსონმა Youtube-ის მეშვეობით დაიწყო და კალიფორნიაში ხანძრების შედეგად დამწვარი ტერიტორიის ხელახალ განაშენიანებას ისახავს მიზნად.
კამპანიის მიზანს 2020 წლისთვის 20 მილიონი დოლარის შეგროვება წარმოადგენს. ის 29 ოქტომბერს დაიწყო და ამ დროისთვის შეგროვებული თანხა 6 მილიონ დოლარს აღემატება. აღსანიშნავია, რომ ილონ მასკი პირველი მილიარდერია, რომელიც აღნიშნულ კამპანიას შეუერთდა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შტატ კალიფორნიაში ხანძარი ოქტომბრის ბოლოს გაჩნდა. ტყის ფართობის გარდა, ხანძარმა ასობით სახლი გაანადგურა, ათასობით ადამიანი კი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა.