კომპანია SpaceX-ის ხელმძღვანელმა, ბიზნესმენმა ილონ მასკმა ამერიკულ ბანკ Morgan Stanley-ში 61 მილიონის კრეიდიტი აიღო.
„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, სესხი მასკს კალიფორნიაში უძრავი ოქნების შესაძენად დასჭირდა. საუბარია, ჯამში ხუთ ობიექტზე. აქედან ოთხი ლოს-ანჯელესში, ერთი კი ქალაქ ჰილსბოროუში მდებარეობს.
როგორც სააგენტო წერს, მასკმა გასულ წელსაც აიღო 50 მილიონის კრედიტი. ამასთან, მოახდინა იპოთეკის რეფინანსირება, რომელიც 2012 წელს 17 მილიონად შეძენილ უძრავ ქონებას უკავშირდება.
როგორც ირკვევა, ილონ მასკმა სესხები 30 წლის ვადით აიღო. პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში მასზე 3,5% საპროცენტო განაკვეთი იმოქმედებს და 47 წლის ბიზნესმენს მათ მომსახურებაში ყოველთვიურად 180 ათასი დოლარის გადახდა მოუწევს.