კომპანიების SpaceX-სა და Tesla-ს დამფუძნებლის ილონ მასკის ქონება ბოლო 1 კვირის განმავლობაში 2 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 22 მილიარდ 900 მილიონი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ Forbes წერს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამის მიზეზი კომპანიის მიერ წარმოდგენილი მესამე კვარტლის ფინანსური მონაცემები გახდა.
ცნობისთვის, 23 ოქტომბერს საფონდო ბრიჟების დახურვის შემდეგ, ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ მისი აქციის ფასი დოლარი და 86 ცენტი გახდა. ამასთან, Tesla-ს კორექტირებულმა მოგებამ 342 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო შემოსავლები ამავე პერიოდში 6 მილიარდ 350 მილიონი დოლარი იყო.
ამ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, კვირას აქციის ფასმა 24%-ით მოიმატა, შესაბამისად გაიზარდა ილონ მასკის ქონებაც, რომელსაც Tesla-ს აქციების 22% ეკუთვნის. ის ასევე ფლობს, 12 მილიარდ 500 მილიონი დოლარის წილს კომპანიაში SpaceX.