ჟურნალ Forbes-ის მონაცემებით, ამერიკელი მეწარმე და ბიზნესმენი ილონ მასკი პირველად მოხვდა უმდიდრესი ადამიანების ხუთეულში. Tesla-სა და SpaceX -ის ხელმძღვანელის ქონება ჟურნალს 74 მილიარდ 200 მილიონ ევროდ აქვს შეფასებული.
ამ მომენტისთვის ის პლანეტის უმდიდრეს ადამიანებს შორის მეხუთე ადგილზეა და უსწრებს Microsoft-ის ყოფილ ხელმძღვანელს სტივ ბალმერს, რომლის ქონება 72 მილიარდ 2 მილიონია, მეშვიდეზე კი Berkshire Hathaway-ის თავკაცი უორენ ბაფეტია 72 მილიარდით.
ამასთან, რეიტინგში 49 წლის ილონ მასკზე წინ, პირველ ოთხეულში არიან: Facebook-ს დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი, Microsoft -ის დამფუძნებელი ბილ გეითსი, LVMH (Louis Vuitton Moet Hennessy) -ის მფლობელი ბერნარ არნო და Amazon-ის დამაარსებელი ჯეფ ბეზოსი. ეს უკანასკნელი უკვე ზედიზედ მესამე წელია ამ რეიტინგის სათავეშია.