კომპანიების Tesla-სა და SpaceX-ს დამფუძნებელი ბიზნესმენი ილონ მასკი ტეხასის შტატში ახალი ქალაქის აშენებას გეგმავს. ამის შესახებ მან Twitter-ში დაწერა.
Bloomberg-ის ინფორმაციით, საუბარია, ტეხასის სოფელ ბოკა-ჩიკას ქალაქად გადაკეთებაზე, სადაც SpaceX-ის კოსმოდრომი მდებარეობს. საკუთარი პუბლიკაციის კომენტარებში მასკმა მოგვიანებით დაწერა, რომ მომავალი ქალაქის ფართობი ამჟამინდელ სოფელზე ბევრად დიდია.
ოლქის მოსამართლემ, რომელმაც სოფლისთვის სახელის გადარქმევაზე ნებართვა უნდა გასცეს, განაცხადა, რომ კომპანიის წამომადგენელმა აღნიშნული მოთხოვნით განაცხადი ცოტა ხნის წინ შეიტანა. ამასთან, დასძინა, რომ "ამისთვის მხოლოდ ერთი ტვიტი საკმარისი არ არის“ და კომპანიას ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევს.