კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი 2050 წლისთვის მარსზე მილიონი ადამიანის გაგზავნას გეგმავს. SpaceX-ი მრავალჯერადი გამოყენების ხომალდ Dragon Crew-ს აშენებს, რაც მარსის კოლონიზაციის მასშტაბური გეგმის ნაწილს წარმოადგენს. ილონ მასკი ვარაუდობს, რომ 2050 წლისთვის დედამიწიდან მარსზე დღეში საშუალოდ სამი ხომალდი იფრენს.ილონ მასკს სურს, რომ Dragon Crew-ს ერთდროულად 100 ადამიანის და 100 ტონა ტვირთის გადატანა შეეძლოს.გასული წლის სექტემბერში მასკმა წარადგინა მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდი Starship-ი, რომელიც 100 ადამიანზეა გათვლილი და მარსზე ფრენებისთვის არის განკუთვნილი.