ვთვლით, რომ ამ ბრძოლისთვის ძალების მოკრება გვჭირდება, შიმშილობის შეწყვეტა ლოგიკური იყო, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა სალომე გოჩოლეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.მისი თქმით, ამ ბრძოლაში დასჭირდებათ ძალები, რადგან წესდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ არის, რაც შესაცვლელია.როგორც ცნობილია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა შიმშილობა შეწყვიტეს. აღნიშნული გადაწყვეტილება მათ გუშინ, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. ორ მხარეს შორის გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, სტუდენტებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი იწყებს მუშაობას წესდების შესაცვლელად, ასევე ფაკულტეტთან დაკავშირებულ ცვლილებებზე. შიმშილობის შეწყვეტის მიუხედავად, სტუდენტები აგრძელებენ პროტესტს, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.