ილიას ბიზნეს სკოლის მოშიმშილე სტუდენტებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი საკუთარი მოთხოვნების შესახებ დღეს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე იმსჯელებს. როგორც სტუდენტები აცხადებენ, შიმშილობა გაგრძელდება, თუკი რექტორი, გიგა ზედანია მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის სტუდენტები უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტთან უკვე რამდენიმე დღეა შიმშილობენ. ისინი ბიზნეს სკოლისთვის პირვანდელი სახელის დაბრუნების და გიორგი ქადაგიძის თანამდებობაზე აღდგენას ითხოვენ. სტუდენტთა ნაწილი ასევე განათლების მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს სთხოვს, დაინტერესდეს აღნიშნული საკითხით და პირადად შეისწავლოს უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები, მათ შორის ფინანსური საქმიანობაც.