საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა საბერძნეთში წამსვლელი მოთამაშეების სია დაასახელა. კალათბურთელები ბერძენმა სპეციალისტმა საბერძნეთში გამგზავრების წინ, ბოლო ვარჯიშზე შეარჩია. ნაკრები 11 კალათბურთელით მიემგზავრება, ხოლო ტედ მაკფადენი გუნდს საბერძნეთში შეუერთდება. საბერძნეთი - საქართველოს დაპირისპირება 21 თებერვალს შედგება. უახლოეს მატჩზე საქართველოს ნაკრების ღირსებას გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, ტედ მაკფადენი, ოთარ ფხაკაძე, დუდა სანაძე, მიხეილ ბერიშვილი, მიხეილ ჭოჭუა, მერაბ ბოქოლიშვილი, ილია ლონდარიძე, აკაკი დვალიშვილი, ბექა ბექაური, გიორგი შერმადინი დაიცავენ.