საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი საბერძნეთის "პერისტერის" მწვრთნელად დანიშნეს - ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს. ათენურ კლუბთან სპეციალისტმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, იგი აქ 9 წლის წინაც მუშაობდა. ზუროსმა განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია სახელოვანი გუნდის გაძღოლა და როგორც შინაურ ასევე ევროსარბიელზე წარმატების მიღწევას შეეცდებიან. "პერისტერმა" გასულ სეზონში ჩემპიონატზე ბრინჯაოს მერდლები მოიპოვა და ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს. საქართველოს კალათბურთის ფედერაცია იუწყება, რომ ზუროსმა ბერძნულ კლუბთან ხელშეკრულება მათთან შეთანხმებით გააფორმა, საქართველოს ნაკრებში შეთავსებით იმუშავებს და ამაში ხელი არ შეეშლება.