ადამიანის ცხოვრებაში არის ისეთი პერიოდი, როცა უფალი ახლოსაა, როცა ადამიანი განსაკუთრებით გრძნობს უფლის სიახლოვეს და ეს სიახლოვე ასაზრდოვებს მას და ანუგეშებს მას, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.პატრიარქმა ქადაგებისას საკუთარ განსაცდელზეც ისაუბრა და ის შემთხვევა გაიხსენა, როდესაც უფლის სიახლოვე იგრძნო.ამასთან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ 25 აგვისტოს მას ეპისკოპოსად კურთხევის 55 წელი შეუსრულდა.